საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუნდეტთა გუნდი “Beyond The Bar” გიორგი ჩაჩხიანის, გვანცა დოლბაიას და ალექსანდრე პატარაიას შემადგენლობით ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული გახდა. ფინალში ისინი შეხვდნენ ასევე თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტთა გუნდს “Sui Generis” მარიამ ჩირგაძის, შალვა ქიტესაშვილის, ლიკა აბესაძისა და თამარ ვარდიაშვილის შემადგენლობით, რომელიც, თავის მხრივ, გახდა საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი.

 

გუნდების მოსამზადებელ პროცესში ინტენსიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი: ევროპის სამართალის კურსის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის გუნდის ახალი წევრი, მოწვეული ლექტორი ნინო გახარია, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს შინაგან სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „იმიტირებულ სასამართლო პროცესებში გასათვალისწინებელი პრაქტიკული საკითხები“, რომელსაც უძღვებოდა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი და გამოცდილი მწვრთნელი იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თამთა ზაალიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

 

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, ყოველ წლიურად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) პარტნიორობით, ხორციელდება.

 

აღსანიშნავია, რომ იმიტირებულ პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო არა ერთი გუნდური შემადგენლობით, რომელთაგან 3 ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ. გუნდების შემადგენლობა: თამარ ტარსაიძე, დავით გარსიაშვილი, სოფი ყარალაშვილი, სოფიო ლეჟევა, მარიამ ჩირგაძე, ლიკა აბესაძე, შალვა ქიტესაშვილი, თამარ ვარდიაშვილი.

 

წლევანდელი იმიტირებული პროცესი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სამართალს ეხებოდა და იგი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

 

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას.

თარიღი: 15/05/2021